სიენელები შიდაჩემპიონატშიც აგებენ და ევროლიგაშიც. ამჯერად სანიკიძის გუნდი იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად "კასერტასთან" დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა - 72:64.
სანიკიძე თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში 29 წუთი ითამაშა და საბოლოოდ დამარცხებულთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაიმსახურა.
სანიკიძემ 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 8 ქულა შეადგინა.
ამასთან ერთად, ვიქტორს 7 მოხსნა, 2
"სიენაში" 10-10 ქულა დააგროვეს ბობი ბრაუნმა და დანიელ ჰაკეტიმ, თუმცა მათ სანიკიძეზე უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ ჰქონიათ. ქართველმა ფორვარდმა მეტად აკურატულად ითამაშა და სიენელთაგან საუკეთესოობაც ამიტომ დაიმსახურა.
14 მოგებისა და 9 მარცხის მქონე "სიენა" მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩში, 25 მარტს, სანიკიძის გუნდი მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ გუნდ "კანტუს" შეხვდება.
gbf.ge