გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკის" ბედი ბასკეთში გადაწყდება

AutoSharing Option
ევროთასის გათამაშებაში პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

ესპანურმა "ვალენსიამ" რუსულ "ლოკომოტივს" უმასპინძლა, ხოლო უკრაინულმა "ბუდიველნიკმა" - ესპანეთის "ბილბაოს".

უკრაინულ გუნდში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გამოდის. ამიტომ ჩვენთვის საინტერესო კიევში გამართული შეხვედრა იყო.

"ბუდიველნიკისთვის" ყველაფერი კარგად დაიწყო, საწყისი 12 წუთის შემდეგ 28:22-ს იგებდა, ხოლო ცინცაძეს დროის ამ მცირე მონაკვეთში 6 შედეგიანი გადაცემა და 4 ქულა ჰქონდა. მეორე პერიოდის ბოლოს ბასკებმა თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე ოთხქულიანი უპირატესობით გავიდნენ (48:44).

"ბილბაო" მიღწეულზე არ შეჩერდა, მესამე პერიოდის ბოლოს 10-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და საფინალო
სირენამდე შეინარჩუნა - 93:83.

შინ ასეთი სხვაობით წაგება ნამდვილად არასასიამოვნოა. შესაბამისად, "ბუდიველნიკს" მომდევნო ეტაპზე გასვლის იმაზე ნაკლები შანსი დარჩა, რაც "ბილბაოს", თუმცა დაველოდოთ განმეორებით შეხვედრას (27 მარტს ბასკეთში გაიმართება) და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

20 მარტს გიორგი ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა - 27 წუთში 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი), 7 პასი და თითო ჩაჭრა-მოხსნა მოაგროვა.

ძალიან გაუჭირდათ ბილბაოელებს უკრაინელთა ამერიკელი ლეგიონერის, მალკოლმ დილეინის შეჩერება, რომლის ანგარიშზეც 38 ქულაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული