გიორგი ცინცაძის როკი გალიდერდა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ბალტიის ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში აინაცვლა - "პრიენაისთან" მატჩის შემდეგ 4 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა.

გუშინ "როკერებმა" ლიტვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს - "პრიენაის" ბოლო წუთებზე 81:76 სძლიეს. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ლიტველები 66:60-ს იგებდნენ, თუმცა ზუსტი სამქულიანების შედეგად ესტონელებმა მასპინძლებს მალევე გაასწრეს (69:68) და ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ბოლო 2 წუთში "როკის" კალათბურთელებმა 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენეს, რაც გამარჯვების საწინდარი აღმოჩნდა.

ბოლო წუთებში გიორგი ცინცაძეს არ უთამაშია. მან მოედანზე
11:29 წუთი გაატარა, 4 ქულა და 1 პასი მოაგროვა. ყველაზე ეფექტური იყო "ბუს" თანაგუნდელი კალისტას ეზიუკვუ, რომელმაც 14 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელმა ცინცაძე მეორე დღეს გასამართი მატჩისთვის შეინახა. დღეს, 28 ოქტომბერს "როკი" ლიტვურ "პერლას" ვილნიუსში დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული