ზაზა ფაჩულია: გაურკვეველია, როდის შევძლებ თამაშს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ შესაძლოა, ის კარგა ხანს მოედანზე ვეღარ გავიდეს.

ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ შესაძლოა ზაზამ პლეი ოფშიც ვერ ითამაშოს.

ბოლოს ფაჩულიამ 3 მარტს, "ლეიკერსთან" მატჩში ითამაშა. მან ტრავმა მიიღო და როგორც მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ მაშინ განაცხადა, ის დღეს-დღეზე დაბრუნდებოდა. თუმცა შემდეგ ქართველი ცენტრის ტრავმისგან გამოჯანმრთელების სტატუსი ამგვარად შეიცვალა: "გაურკვეველი ვადით".

"ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაურკვეველია, როდის ვითამაშებ, - აცხადებს ფაჩულია. - ექიმები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ და საქმეც წინ
მიდის, მაგრამ დროის განსაზღვრა, თუ როდის შემეძლება თამაში, ამჟამად შეუძლებელია".


ფაჩულიას აწუხებს ფეხის მყესები, რომელსაც სპორტულ სამყაროში, შინაურულად, "ახილას" უწოდებენ.

მისი გაწყვეტა ხანგრძლივ უქმობას ნიშნავს. ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის საშიში ტრავმაა და ეს იცის ზაზამაც, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტებთან ამბობს:

"მე დომინიკ უილკინსისგან ვიცი, რომ მისი გაწყვეტის გამო მან მთელი სეზონი გამოტოვა. ეს ძალიან, ძალიან საშიში და სათუთი რამეა".

ამერიკელი ჟურნალისტები კი იხსენებენ წინა სეზონს, როცა ფაჩულიამ თანაგუნდელ მარვინ უილიამსთან შეჯახების გამო ტრავმა მიიღო და ვერც რეგულარული სეზონის ბოლო 7 მატჩი ითამაშა და ვერც - პლეი ოფი.

ჟურნალისტების დასკვნით, ამჯერად საუკეთესო ვარიანტი ის იქნება, თუკი ფაჩულია პლეი ოფისთვის სათამაშოდ მზად იქნება. არადა, პლეი ოფამდე ატლანტელებს რეგულარული ჩემპიონატის 14 მატჩი აქვთ სათამაშო. 21 მარტს, გამთენიისას, ფაჩულიას გუნდმა "მილუოკის" უმასპინძლა და 98:90 დაამარცხა.

იმედია, რომ ქართველი ცენტრი ტრავმას მალე მოირჩენს და მოედანს პლეი ოფამდე დაუბრუნდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული