სუპერ-ცინცაძე უკრაინაში და ქართველების კრახი ევროლიგაზე

AutoSharing Option
ევროლიგაზე საბერძნეთის "ოლიმპიაკოსსა" და იტალიის "მონტეპასკის" მეოთხედფინალის საგზურის შეკვეთა თამამად შეეძლოთ.

ბერძნები ისრაელის "მაქაბის" მასპინძლობდნენ (სტუმრად დამარცხებული ჰყავდათ), იტალიელები კი სტამბოლში ჩავიდნენ და მეორე ეტაპზე მოგების არმქონე "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდნენ.

სამწუხაროდ, "მონტეპასკიმაც" წააგო (70:72), "ოლიმპიაკოსმაც" (67:73) და მეოთხედფინალისკენ სავალი გზა გაირთულეს (დარჩენილია ორი ტური).

ბერძენთა შემადგენლობაში გიორგი შერმადინმა 15 წუთი ითამაშა, 5 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ 2-2 ორქულიან-საჯარიმო სტყორცნა და მხოლოდ ერთი საჯარიმო აუცდა.

"მონტეპასკის" ქართველი ფორვარდის, ვიქტორ სანიკიძის მონაგარი ასეთი იყო: 20 წუთი, 2 ქულა, 3
მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

* * *

სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეხვედრა ჩაატარა "ბუდიველნიკის" ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ.

მან 34 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ცინცაძის კარგი თამაში უკრაინის ჩემპიონატში "ბუდიველნიკის" "მიკოლაივთან" (სტუმრად) გამარჯვების საწინდარი გამოდგა - 76:73.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული