თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი "სპრინგფილდის" მორიგი მარცხი

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა. NBA-ს განვითარების ლიგის მორიგ მატჩში "სპრინგფილდ არმორმა" "მეინს" უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის შედეგიანი გარჯის მიუხედავად დამარცხდა - 108:115.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30,14 წუთი გაატარა.

ქართველმა ფორვარდმა 18-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელიას მონაგარმა 23 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შეადგინა, რაც სპრინგფილდელთაგან საუკეთესო შედეგია.

"ბრუკლინიდან" შენგელიასთან ერთად განათხოვრებულმა ტაიშონ ტეილორმა 36 წუთში 15 ქულა და 8 პასი მიითვალა, ხოლო დომინიკ
ჯონსმა 21 ქულა მოაგროვა.

გამარჯვებულ "მეინში" ფანტასტიკურად ითამაშა ჯერომ ტეილორმა, რომელმაც 49 ქულა მოაგროვა და თავისიანებს პირადად მოაგებინა.

"სპრინგფილდს" 17 მოგება 27 წაგება აქვს, აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგული აქვს. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 27 მარტს დივიზიონის ლიდერ "კანტონთან" გამართავს.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული