მორიგი ტურის მატჩში პაფონელებმა ცხრილში მათზე დაბლა მყოფ "ფერარას" უმასპინძლეს და 59:65 წააგეს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 23 წუთი გაატარა.
მეტრეველმა 5-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაშ 10 ქულა შეადგინა.
ამასთან ქართველმა ფორვარდმა 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. პაფონელთაგან ბომბარდირი სტეფანო მასკიარდი გახდა, რომელმაც 12 ქულა მოაგროვა.
13 მოგებისა და ამდენივე წაგების მქონე "პაფონი" ცხრილში მე-10 ადგილზე
gbf.ge