გიორგი ცინცაძის 11 ქულა "ბუდიველნიკს" გამარჯვებისთვის არ ეყო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" სათამაშოდ იუჟნიში ჩავიდა, სადაც "ხიმიკს" დაუპირისპირდა.

მშენებელთა და ქიმიკოსთა შეხვედრა ტურის ცენტრალურ მატჩად იყო შერაცხული, რადგან კიეველები სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან, ხოლო "ხიმიკი" მეორეა.

მატჩის 38-ე წუთისთვის ტაბლოზე ოთხი ერთნაირი რიცხვი ეწერა - 77:77. დარჩენილ დროში ოდნავ ზუსტები იუჟნელები აღმოჩნდნენ და 93:88 გაიმარჯვეს.

"ბუდიველნიკის" ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 27 წუთი ითამაშა და ნაყოფიერადაც გაისარჯა: 11 ქულა (7/3 სამქულიანი, 2/2 საჯარიმო), 6 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა. სტუმართაგან ყველაზე მეტი სერგეი გორბენკომ ჩააგდო - 18.

წაგების
მიუხედავად "ბუდიველნიკი" დამაჯერებლად ლიდერობს უკრაინის ჩემპიონატს. მას 38 ტურის შემდეგ 28 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო მეორეადგილოსან "ხიმიკს" 23 გამარჯვება უწერია.

ცინცაძის თანაგუნდელებს უახლოესი შეხვედრა ევროთასზე ელით - განმეორებითი მატჩისთვის ესპანურ "ბილბაოს" ესტუმრებიან (27 მარტს).

პირველი თამაში კიევში ბასკებმა ათი ქულის სხვაობით მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული