მშენებელთა და ქიმიკოსთა შეხვედრა ტურის ცენტრალურ მატჩად იყო შერაცხული, რადგან კიეველები სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან, ხოლო "ხიმიკი" მეორეა.
მატჩის 38-ე წუთისთვის ტაბლოზე ოთხი ერთნაირი რიცხვი ეწერა - 77:77. დარჩენილ დროში ოდნავ ზუსტები იუჟნელები აღმოჩნდნენ და 93:88 გაიმარჯვეს.
"ბუდიველნიკის" ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 27 წუთი ითამაშა და ნაყოფიერადაც გაისარჯა: 11 ქულა (7/3 სამქულიანი, 2/2 საჯარიმო), 6 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა. სტუმართაგან ყველაზე მეტი სერგეი გორბენკომ ჩააგდო - 18.
წაგების
ცინცაძის თანაგუნდელებს უახლოესი შეხვედრა ევროთასზე ელით - განმეორებითი მატჩისთვის ესპანურ "ბილბაოს" ესტუმრებიან (27 მარტს).
პირველი თამაში კიევში ბასკებმა ათი ქულის სხვაობით მოიგეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"