პირეოსელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს, შერმადინი კი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შერმადინმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 13 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ის ოლიმპიაკოსელთაგან მხოლოდ 15 ქულის მიმთვლელ პერპეროღლუს ჩამორჩა.
შერმადინის დარად 13 ქულა მოაგროვა პირეოსელთა ლიდერმა სპანულისმა. მარგი ქმედების კოეფიციენტით გიორგი მხოლოდ
21 მატჩიდან 20 გამარჯვებით პირეოსელები საბერძნეთის რეგულარულ ჩემპიონატს ლიდერობენ. შიდაჩემპიონატის მომდევნო მატჩი შერმადინის გუნდს 1 აპრილს, შინ "აეგეასთან" ელის; მანამდე კი, 29 მარტს ევროლიგაში ყოფნა-არყოფნის მატჩი აქვს სტამბულის "ფენერბაჰჩესთან".
www.gbf.ge