მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანმა "გალათასარაის" "ბეშიქთაში" დაამარცხებინა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ დერბიში თავი გამოიჩინა.

"გალათასარაის" ქართველმა უკანახაზელმა სწორედ იმ მომენტში გამოავლინა თავისი მიზანი, როცა მის გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდებოდა.

"გალა" სტამბულურ დერბიში "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 76:72 დაამარცხა.

მარკოიშვილმა 8 ქულა დააგროვა, თუმცა გამარჯვებაში მისი წვლილი გაცილებით დიდია. როცა მატჩის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და "გალათასარაი" 66:64-ს იგებდა, ქართველმა უკანახაზელმა სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი 5 ქულით დააწინაურა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

მანუჩარმა მოედანზე
20,26 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 2-დან 2 საჯარიმო და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.

8 ქულასთან ერთად, მარკოიშვილის ანგარიშზე 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. "გალათასარაის" პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ ულიდერა, რომელმაც 17 ქულა და 3 პასი დააგროვა.

მარკოიშვილის გუნდს 3 წაგება აქვს, "ბეშიქთაშთან" კი მე-20 გამარჯვება მიითვალა და დაკარგული ქულების მიხედვით, "ფენერბაჰჩესთან" და "ბანვითთან" ერთად თურქულ ლიგას ლიდერობს.

მომდევნო მატჩს "გალათასარაი" 30 მარტს, შინ "ქარშიაქასთან" ჩაატარებს.

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლას დაცვის ხარჯზე შევძლებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული