ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" მოგების გემო გაიხსენა

AutoSharing Option
ევროლიგასა და იტალიის ჩემპიონატში განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ ვიქტორ სანიკიძის გუნდმა გამარჯვებას მიაღწია.

სერია "ა"-ს მორიგ ტურში "სიენამ" "კანტუს" უმასპინძლა და 73:66 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულას დასჯერდა. სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად, სანიკიძემ 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. სიენელებს 24 ქულით ბო მაკალებმა ულიდერა.

"სიენას" 25 მოგების წილ 9 წაგება აქვს და სერია "ა"-ს ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 1 თებერვალს, სანიკიძის გუნდი სტუმრად "აველინოს" დაუპირისპირდება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული