მანუჩარ მარკოიშვილმა "ქარშიაქას" 19 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი "გალათასარაიში".

ქართველი უკანახაზელი 19 ქულით ბომბარდირი გახდა, მისმა გუნდმა კი თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მოწინავე "ქარშიაქა" 21 ქულის სხვაობით დაამარცხა - 94:73.

მარკოიშვილი ქარშიაქელ რობერტ დიქსონთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა. ქართველმა ლეგიონერმა 25 წუთი ითმაშა და 8-დან 5 სამქულიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 19 ქულას მარკოიშვილმა 3 მოხსნაც მიამატა.

გალათასარაელთაგან 16-16 ქულა მიითვალეს მილან მაჩვანმა და ჩენქ აკიოლმა.

24 მატჩში მოპოვებული 21 გამარჯვებით "გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო ტურში,
6 აპრილს, "გალათასარაი" ბურსაში "თოფაშს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული