გიორგი ცინცაძის გუნდმა კვლავ იმარჯვა

AutoSharing Option
"ტარტუ როკმა" ბალტიის ლიგაში ლიტვური "პრიენაი" როგორ დაამარცხა, გუშინ გამცნეთ. დღესაც იგივეს გავიმეორებთ - "როკერებმა" ლიტვაში გაიმარჯვეს, თუმცა ამჯერად მეორე ლიტვურ გუნდ "პერლას"'სძლიეს - 61:56. ეს ორი მატჩი ერთმანეთის მიყოლებით 27 და 28 ოქტომბერს გაიმართა.

მესამე პერიოდის დასაწყისში ესტონელები 13 ქულის სხვაობით იგებდნენ (37:24), თუმცა მეოთხედის ბოლოს ლიტველებმა სხვაობა ქულამდე შეამცირეს - 43:44.

მეოთხე პერიოდის დაწყებიდან 5 წუთში ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა - 51:51. სწორედ ამის შემდეგ იყოჩაღეს "როკერებმა", გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებზე უკეთესად ისროლეს, დაცვაშიც მტკიცედ დადგნენ და საბოლოოდ 61:56
მოიგეს.

გიორგი ცინცაძემ 15 წუთი ითამაშა, 2 სამქულიანიდან და 4 საჯარიმოდან 2 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა და 2 ქულას თითო მოხსნა-პასი მიამატა. ვალო აალინგუსა და სილვერ ლეპიკს "როკის" ბომბარდირობისთვის 10-10 ქულაც ეყოთ.

ბალტიის ლიგაში "ტარტუს" 7 მატჩიდან 5 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ცინცაძის თანაგუნდელები ამ ტურნირის მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს ჩაატარებენ - ერთ-ერთ ფავორიტს, "ვეფ რიგას" (4 მოგება, 1 წაგება) მიიღებენ. მანამდე "როკს" ესტონეთის ჩემპიონატში საპასუხისმგებლო მატჩი ელის - 2 ნოემბერს "კალევს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული