ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი მოედანზე მცირე ხნით გამოჩნდნენ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში მორიგი მარცხი განიცადა ვიქტორ სანიკიძის "სიენამ". ქართველი ფორვარდის გუნდი სტუმრად "აველინოს" შეხვდა და 70:75 წააგო.

სანიკიძე მოედანზე მხოლოდ 8 წუთით გამოჩნდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ვიქტორმა ერთადერთი ორქულიანი ააცილა და 2 ბურთი მოხსნა.

სიენელთაგან 20 ქულით საუკეთესო ბობი ბრაუნი გახლდათ, ხოლო კრისტიან კანგურმა 16 მიითვალა.

გამარჯვებულებს 19 ქულით სლოვენიელმა იაკა ლაკოვიჩმა ულიდერა.

"სიენას" 15 მოგება და 10 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 7 აპრილს, სანიკიძის გუნდი სტუმრად "ვანოლის" შეხვდება.

საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი
მოიგო გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა", მაგრამ ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 3,30 წუთი ითამაშა.

პირეოსელებმა "აეგეან რეტიმოს" 88:73 მოუგეს და ჩემპიონატში პირველი ადგილი გაიმყარეს.

მცირე ხნით მოედანზე გამოჩენილმა შერმადინმა 1 ორქულიანი ააცილა და მატჩი ერთადერთი მოხსნით დაასრულა.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული