მეოთხედ: ქართველი ევროლიგის მეოთხედფინალში

AutoSharing Option
ევროლიგაზე ტოპ-16-ის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" ესპანეთში "კახა ლაბორალთან" 64:76 დათმო, ხოლო გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" რუსული "ხიმკი" პირეოსში 79:70 დაამარცხა.

ამ შედეგებმა მეოთხედფინალის საგზური (F ჯგუფიდან) "ოლიმპიაკოსს", "ბარსელონას", "მაქაბისა" და "კახა ლაბორალს" უბოძა. სანიკიძემ კი, ისევე, როგორც მისმა მეგობარმა გიორგი ცინცაძემ, ევროტურნირებზე წლევანდელი გამოსვლა ბასკეთში დაასრულა.

ვიქტორმა "ლაბორალთან" 19 წუთში 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი), 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება შერმადინს, იგი 4 აპრილს განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

აქვე შეგახსენებთ,
რომ ევროლიგის პლეი ოფში ქართული გვარი მეოთხედ გამოჩნდება: პირველად 2003 წელს მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიური "ბენეტონის" ღირსება დაიცვა; მეორედ 2009 წელს შერმადინმა "ოლიმპიაკოსთან" ერთად შეჯიბრება მოიგო. მან მომდევნო სეზონშიც პლეი ოფში ითამაშა, წლეულს კი "ოლიმპიაკოსთან" ერთად მოუწევს მეოთხედფინალში ბრძოლა; 1997 წელს ვლადიმერ სტეფანიამაც ითამაშა ნახევარფინალში, მაგრამ მაშინ ამ შეჯიბრებას ჩემპიონთა ლიგა ერქვა და სხვა ფორმატით მიმდინარეობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული