სტამბოლელებმა ბურსაში ადგილობრივ "თოფაშს" სძლიეს. დედაქალაქელებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ - მარკოიშვილის გუნდმა 66:52 იმარჯვა და თურქეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში - 31 წუთი ითამაშა და ერთნაირი შედეგიანობით ესროლა როგორც შორი, ისე ახლო მანძილიდან. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ჯამში 5 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
მწირექულიან მატჩში ბომბარდირი 14 ქულის მიმთვლელი ენჯინ ათშური გახდა.
"გალათასარაის" 22 მოგება და 3 მარცხი აქვს. მომდევნო
gbf.ge