ვიქტორ სანიკიძეს ევროლიგის დონემდე ასვლაში "ტარტუ როკი" დაეხმარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ესტონეთში კვლავაც კარგად ახსოვთ.

იგი "ტარტუ როკში" 2009 წელს თამაშობდა და მას მერე ბალტიისპირულ საიტებზე ოპერატიულად იწერება ინფორმაციები ვიქტორის საკლუბო ამბებზე.

ახლახან გამოცემა err-ის ჟურნალისტი ვიქტორ სოლცი იტალიას სტუმრობდა, სადაც სანიკიძეს შეხვდა და საკუთარ გამოცემაში მცირე პუბლიკაცია გამოაქვეყნა:

"როგორც ვიქტორ სანიკიძე ამბობს, ევროლიგის დონემდე ასვლაში დიდად დაეხმარა "ტარტუ როკში" გატარებული სეზონი.

ევროლიგაზე ვიქტორის "მონტეპასკიმ" ბოლო ტურში სტუმრად "კახა ლაბორალთან" დათმო, ერთი კვირით ადრე კი დასანანი მარცხი იწვნია სიენაში "ბარსელონასგან".

- ვიცოდით, რომ "ბარსა" ძალიან ძლიერი
გუნდია, თუმცა გამარჯვების შანსი გვქონდა. ჩვენი წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სასტარტო ხუთეულის ორი კალათბურთელის არყოფნა იყო, - ამბობს სანიკიძე.

იმ მატჩის მოგება "მონტეპასკის" პლეი ოფში გაიყვანდა, მაგრამ... ქართველმა ფორვარდმა 2007 წელს ოპერაცია გაიკეთა, 2008-09 წლების სეზონში კი ესტონურ "ტარტუ როკში" ჩაირიცხა და ჩვეული ფორმა აღიდგინა.

- არაერთხელ მითქვამს, რომ ტარტუული გუნდი ძალიან დამეხმარა. სწორედ ესტონეთში აღვიდგინე ძველი სათამაშო ფორმა და მას მერე ჩემი კარიერა აღმავალი გზით მიდის: სამი წელი ბოლონიის "ვირტუსში" გავატარე, ხოლო მიმდინარე სეზონში "მონტეპასკის" საკვანძო კალათბურთელთა შორის ვარ.

შეგახსენებთ, რომ 2008-09 წლების სეზონში სანიკიძესთან ერთად "ტარტუ როკმა" ბალტიის ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. ეს გუნდისთვის სარეკორდო შედეგია.

- ესტონეთში ერთი წელი დავყავი და უამრავი მეგობარი შევიძინე. მათთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს. სადღეისოდ ჩემ გვერდით თამაშობს ესტონელი კრისტიან კანგური, რომელთანაც ასევე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული