გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" ნახევარფინალში ადვილად გავიდა

AutoSharing Option
უკრაინულ სუპერლიგაში მეორე მეოთხედფინალური მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა", რომელმაც "ჰოვერლას" უმასპინძლა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი მასპინძელთა სასარგებლოდ პირველივე ტაიმში გადაწყდა - საწყისი 20 წუთის შემდეგ კიეველები უკვე 52:26-ს იგებდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ნახევარში ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვიათ და თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე - 96:59.

გიორგი ცინცაძემ მატჩი მისთვის უჩვეულოდ, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 21 წუთი ითამაშა.

მისი სრული მონაგარი ასეთი იყო: 7 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა. "ბუდიველნიკის" ბომბარდირი ამერიკელი ლეო ლაიონსი გახდა,
რომლის ანგარიშზე 16 ქულაა.

ცინცაძის გუნდი მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა, "ჰოვერლასთან" მესამე შეხვედრას 15 აპრილს ჩაატარებს და მოგების შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს მიიღებს (სერია სამ მოგებამდეა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული