გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგაზე "ეფესს" სძლია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" "ეფესი" "მოიყუდა"... ბერძნებმა ევროლიგის მეოთხედფინალური სერია თურქულ გუნდთან 67:62 გამარჯვებით გახსნეს.

შედეგიც მეტყველებს, რომ შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "ოლიმპიაკოსმა" ბოლო წუთები აუღელვებლად ჩაატარა. წარმატების საწინდარიც ეს გახდა.

სერიის მეორე შეხვედრა 12 აპრილს ისევ საბერძნეთში გაიმართება, ხოლო მესამე - 16-ში სტამბულში.

სერია სამ მოგებამდეა და თუ ნახევარფინალისტის გამოვლენას სამი შეხვედრა არ ეყო, მეოთხე თურქეთში შედგება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მეხუთე - პირეოსში.

10 აპრილს გიორგი შერმადინმა 4 წუთი ითამაშა, 2 ქულა (1-
დან 1 ორქულიანი) და 2 მოხსნა მოაგროვა.

პირეოსელთა გამარჯვება კი, უმთავრესად, პრინტეზისის შედეგიანობამ განაპირობა - 26 ქულა ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული