ნიკოლოზ ცქიტიშვილის მორიგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატში

AutoSharing Option
ლიბანის ჩემპიონატში კიდევ ერთი ორმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა (215 სმ, 1983) - 23 ქულა, 11 მოხსნა.

სკიტამ განსაკუთრებული სიზუსტით სამქულიანები სტყორცნა: 9-დან 5 ჩააგდო. გარდა ამისა, მან 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება მიითვალა.

ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" სტუმრად "მუტაჰედთან" ბოლო წუთებზე დათმო - 79:81.

გამარჯვებულებს გაუძღვა ამერიკელი ფორვარდი მარკ სალიერსი, რომელიც ორი წლის წინათ ქართულ "სოხუმში" გამოდიოდა. მან 26 ქულა მოაგროვა. შეხვედრის სნაიპერი კი ნიკას თანაგუნდელი ფადი ხატიბი გახდა - 39 ქულა.

"ჩამპვილი" ლიბანის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მეოთხე ადგილზეა. იგი
მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს "ალ რიადის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული