გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა.

პირეოსელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად - 71:53 მოუგეს თურქულ "ეფესს" და ოთხთა ფინალამდე 1 გამარჯვებაღა აშორებთ.

ქართველმა ცენტრმა 11,13 წუთი ითამაშა და ერთადერთ ქულას დასჯერდა. შერმადინმა 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. 1 ქულასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

შერმადინმა 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესი.

15 ქულით პირეოსელებს ვასილის სპანულისმა ულიდერა, ხოლო კაილი ჰაინსმა "ოლიმპიაკოსს" 12 ქულა შესძინა.

სერიის მომდევნო მატჩი 17 აპრილს სტამბოლში
გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში, თუკი ოლიმპიაკოსელები 3 გამარჯვებამდე ვერ მივლენ, მომდევნო მატჩი თურქეთის დედაქალაქში 19 აპრილს გაიმართება. მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი კი პირეოსში ჩატარდება.

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგაზე "ეფესს" სძლია
გიორგი შერმადინი: "ოლიმპიაკოსში" ადაპტაციის პრობლემა არ მქონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული