პირეოსელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად - 71:53 მოუგეს თურქულ "ეფესს" და ოთხთა ფინალამდე 1 გამარჯვებაღა აშორებთ.
ქართველმა ცენტრმა 11,13 წუთი ითამაშა და ერთადერთ ქულას დასჯერდა. შერმადინმა 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. 1 ქულასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
შერმადინმა 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესი.
15 ქულით პირეოსელებს ვასილის სპანულისმა ულიდერა, ხოლო კაილი ჰაინსმა "ოლიმპიაკოსს" 12 ქულა შესძინა.
სერიის მომდევნო მატჩი 17 აპრილს სტამბოლში
www.gbf.ge
ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგაზე "ეფესს" სძლია
გიორგი შერმადინი: "ოლიმპიაკოსში" ადაპტაციის პრობლემა არ მქონია