მანუჩარ მარკოიშვილმა "ფენერბაჰჩეზე" შური იძია

AutoSharing Option
ამ სეზონში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გამარჯვება სჭირდებოდა, რათა ჯგუფში არ ჩარჩენილიყო, მაგრამ მანუს დიდი მონდომების მიუხედავად, თურქეთში "ფენერმა" იმარჯვა.

"კანტუმაც" ევროსარბიელზე გამოსვლა სტამბულში დაასრულა. გავიდა სამიოდე თვე და მარკოიშვილმა წითელ-ნარინჯისფერი მაისურა მოირგო - "კანტუდან" "გალათასარაიში" გადავიდა. რევანშის შანსი 14 აპრილს მიეცა და მიზანსაც მიაღწია: "გალამ" "ფენერბაჰჩეს" 66:53 სძლია.

თამაშის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ხაზი გაუსვა ქართველის კარგ თამაშს - მეტოქის ბომბარდირი, ბოგ
დანოვიჩი თამაშიდან რომ გამოვთიშეთ, მარკოიშვილის დამსახურება იყოო.

მანუს არც შეტევაში შეურცხვენია თავი და გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რომ იყო, მისი წუთობრივი მონაგარიც მოწმობს: მოედანზე ყველაზე მეტი, 37 წუთი გაატარა. ეს მაშინ, როცა "გალას" მწვრთნელს საქმე ასარჩევად ნამდვილად აქვს.

მანუჩარმა 11 ქულა (8-დან 2 სამიანი, 3-დან 1 ორიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. "გალათასარაის" ბომბარდირი ბონიფაც ნდონგი გახდა - 14 ქულა.

ამ გამარჯვებით მარკოიშვილის თანაგუნდელებმა სატურნირო ცხრილში პირველობა განიმტკიცეს და უნდა ვივარაუდოთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილს აღარ დათმობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია მანუ...:)
Nukri
11:46 15-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული