თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში [VIDEO]

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადში არ ყოფილა, 16 აპრილს, გამთენიისას, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ 25,25 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლით ბრუკლინელებს მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა.

დაძაბული ბრძოლა საბოლოოდ ბრუკლინელების გამარჯვებით - 106:101 დასრულდა.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე ბრუკლინელებს დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი გარანტირებული ჰქონდათ და მწვრთნელებმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენეს, ახალბედებს კი თავის გამოჩენის შანსი მიეცათ, რაც მშვენივრად გამოიყენა თოკო
შენგელიამ.

ქართველმა ფორვარდმა ბრუკლინელთა სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი ითამაშა. შენგელიამ 13-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში თორნიკემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.

VideoSportall.Ge
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში


ბრუკლინელთაგან ორმაგი დუბლი კიდევ ერთ კალათბურთელს ჰქონდა. 20 ქულით და 12 მოხსნით ანდრეი ბლეთჩი საუკეთესო იყო, კრის ჰამფრიმ კი 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

მირზა ტელეტოვიჩმა 24 წუთში 14 ქულა დააგროვა, ისევე, როგორც კიდევ ერთმა ახალბედა ტაიშონ ტეილორმა.

"ბრუკლინ ნეთსს" 48 მოგება და 33 წაგება აქვს და როგორც ვთქვით, მე-4 ადგილზეა. ბრუკლინელები ელოდებიან საპლეიოფო მეტოქეს, რომელიც 2 დღეში გაირკვევა. დიდი შანსია, შენგელიას გუნდს ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსი" შეხვდეს, რომელსაც მე-5 ადგილის დაკავებაში "ჩიკაგო" ეცილება.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს "ბრუკლინი" 17 აპრილს "დეტროიტთან" გამართავს და დიდი შანსია, შენგელიამ კვლავ ხანგრძლივი დროით ითამაშოს.

ასევე იხილეთ:
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მეორე ნახევარი
მკითხველის კომენტარები / 16 /
აბა ზანგებმა როგორ უნდა გვაჯობონ, ეგრე უნდა, ყოჩაღ თოკოო
toko
12:53 21-04-2013
0
აბა ზანგებმა როგორ უნდა გვაჯობონ, ეგრე უნდა, მაგარი ხარ თოკოო.......
toko
12:50 21-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული