"ბრუკლინის" ქართველი ნაპერწკალი - ამერიკული პრესა თორნიკე შენგელიაზე

AutoSharing Option
"NBA-ში პირველად შევასრულე ორმაგი დუბლი, პირველად მომეცა საკმარისი სათამაშო დრო, 25 წუთი...

როცა ასეთი შესაძლებლობა პირველად გეძლევა და შანსს გამოიყენებ, ცხადია, კმაყოფილი იქნები",
- ასეთი იყო 21 წლის თორნიკე შენგელიას მატჩისშემდგომი კომენტარი "ბრუკლინი"-"ვაშინგტონის" შეხვედრის შემდეგ.

დავესესხოთ გამოცემა "ასოშეიტედ პრესს":

"ბრუკლინელთა ახალწვეულ თორნიკე შენგელიას მთელი სეზონის განმავლობაში 67 წუთი ჰქონდა ნათამაშები; 18 მატჩში საშუალოდ 1.1 ქულას, 0.7 მოხსნას აგროვებდა. "უიზარდსთან" კი მწვრთნელმა 25 წუთი უბოძა და ახალგაზრდა ქართველმა თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა - 11 ქულა, 13 მოხსნა".

ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ
გამოცემა "ასოშეიტედ პრესში" მცირე შეცდომა გაიპარა - თორნიკეს სინამდვილეში არა 13, არამედ 11 მოხსნა ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ ეს ქართველთა 74-ე დაბლ-დაბლია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 63 ორმაგია, ვლადიმერ სტეფანიას ანგარიშზე - 10.

ახლა მატჩის შესახებ:

"რადგან ბრუკლინელებს აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილი განაღდებული აქვთ, მწვრთნელმა პი ჯეი კარლესმომ სასტარტო ხუთეულის რამდენიმე კალათბურთელი (მათ შორის, დერონ უილიამსი) დაასვენა და ვაშინგტონელებთან ბრძოლაში ახალბედებს დაეყრდნო...

ყველაზე უკეთ თავისი შანსი შენგელიამ გამოიყენა.

პირველ ტაიმში 17 ქულით ჩამორჩენის შემდეგ "ბრუკლინმა" თამაში სწორედ ახალგაზრდების წყალობით გამოასწორა. მეორე ნახევარში "ნეთსმა" "ვაშინგტონს" პირველად სირენამდე 4:57 წუთით ადრე გადაასწრო. ეს თოკოს ჩატენვის შემდეგ მოხდა, როცა მან ბურთი საკუთარი ფარიდან მოხსნა, მეტოქის ნახევარზე გადავიდა, საჯარიმოში შეიჭრა და 95:94",
- ვკითხულობთ გაზეთ "ჩიკაგო ტრიბუნში".

სტატიას ასეთი სათაური აქვს: "შენგელიამ "ბრუკლინს" ნაპერწკალი შემატა".

ნამატჩევს ახალწვეულთა შესახებ მთავარმა მწვრთნელმა პი ჯეი კარლესმომ ილაპარაკა:

"მათი თამაში ლამაზი სანახავი იყო, შესანიშნავი ინდივიდუალური მონაცემები აქვთ, რაც "ვაშინგტონთან" კარგად გამოჩნდა. დიდებული სამუშაო შეასრულეს, განსაკუთრებით, მეოთხე პერიოდში".

"ბრუკლინის" მოთამაშე ანდრეი ბლატჩე კონკრეტულად თორნიკეს გარჯას შეეხო:

"ყველაფერი დამოკიდებულია შესაძლებლობაზე. შენგელიას მიეცა თამაშის შესაძლებლობა და დაამტკიცა, რომ იგი თავისი მონაცემებით NBA-ს ეკუთვნის".


VideoSportall.Ge
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯიგარი ხარ.
emigranti
01:31 20-04-2013
0
ნბს მომავალი ვარსკვლავი, თუ უკვე არა!
koki
12:32 19-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული