17 აპრილს გიორგი ცინცაძის გუნდმა სტუმრად "ჰოვერლა" 78:77 დაამარცხა და მეოთხედფინალურ სერიაში (ოთხ მოგებამდეა) 3:1 დაწინაურდა.
აქვე მოგახსენებთ, რომ მეხუთე მატჩი 20 აპრილს კიევში გაიმართება და ძნელი წარმოსადგენია, "ბუდიველნიკმა" მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ხელიდან გაუშვას.
"ჰოვარლასთან" 17 აპრილს მოგებულ მატჩში ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და საბოლოოდ 8 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"