სათაურიც გვეუბნება, რომ 17-ის ხსენება კიდევ არაერთხელ მოგვიწევს: ქართველმა თავდამსხმელმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 17 მოხსნა. მან 38 წუთი ითამაშა, 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.
დასაწყისში ლარი ბლერი ვახსენეთ. ეს კალათბურთელი გასულ სეზონში ქართულ "შსს აკადემიაში" გამოდიოდა და ჩვენი პირველობის ბომბარდირიც გახდა.
ბლერმა სნაიპერული თვისებები "ჩამპვილთანაც" გამოავლინა - ყველაზე მეტი, 34 ქულა ჩააგდო.
20 აპრილს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"