თორნიკე შენგელია რეგულარულის ბოლო მატჩში არ ათამაშეს

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასრულდა.

2 დღის წინ "ვაშინგტონთან" ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ველოდით, რომ რეგულარულის ბოლო მატჩში თორნიკე შენგელია მოედანზე გამოვიდოდა, თუმცა ბრუკლინელთა მთავარმა მწვრთნელმა პიჯეი კარლისიმომ ქართველი ფორვარდი განაცხადში არ შეიყვანა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ბრუკლინელებმა ძირითადი ხუთეულით ითამაშეს, თუმცა ლიდერებს ბევრი არ უთამაშიათ.

განაცხადში მყოფმა ყველა კალათბურთელმა ითამაშა, ბრუკლინელებმა კი "დეტროიტი" 103:99 დაამარცხეს და რეგულარული სეზონი 49 მოგებითა და 33 წაგებით დაასრულეს.

"ბრუკლინი" პლეი ოფის პირველ რაუნდში "ჩიკაგოს" შეხვდება და საჭიროების შემთხვევაში, მოედნის უპირატესობით ისარგებლებს.

gbf.ge

ასევე იხილეთ:
"ბრუკლინის" ქართველი ნაპერწკალი - ამერიკული პრესა თორნიკე შენგელიაზე

თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსალოდნელიც იყო.არანაკლებ ითამაშეს სხვა დებიუტანტებმაც.
ჯ.ჩ.
14:19 18-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული