სულ ზევით, ზევით...

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსი" ჯერაც უძლეველია - პარასკევსა და შაბათს, გამთენიისას "ქორებმა" ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს "ფილადელფია" და "ვაშინგტონი". ორივე შემთხვევაში მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა.

ფილადელფიაში ჯორჯიელები მესამე მეოთხედის ბოლოსთვის 80:65-ს იგებდნენ, თუმცა საფინალო სირენამდე წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს - 97:99. მატჩის დასრულებას 47 წამი უკლდა, როცა ატლანტელმა ჯოშ სმიტმა სამქულიანი გამოიყენა და თანაგუნდელებს გამარჯვება დაუბევა.

მეორე დღეს "ჰოქსმა" სეზონის პირველი ოფიციალური საშინაო მატჩი ჩაატარა, `ვაშინგტონს~ უმასპინძლა და მე-11 წუთისთვის სტუმრებს 11 ქულით ჩამორჩა (27:16).

მეორე პერიოდში ჯორჯიელებმა სხვაობა
იოლად აღმოფხვრეს (ზაზა ფაჩულია მოედანზე იყო) და ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. სირენამდე 8:33 წუთით ადრე ფაჩულიამ ორი საჯარიმო ჩააგდო და თანაგუნდელები 9 ქულით დააწინაურა (81:72), თუმცა ვაშინგტონელებმა თამაშის ტემპს უმატეს და ანგარიში გაათანაბრეს - 84:84. სწორედ ამ დროს გამოავლინა ლიდერის თვისებები "ჰოქსის" კაპიტანმა ჯო ჯონსონმა, რომელმაც ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი რთული პოზიციიდან სამქულიანი გამოიყენა (89:84). დარჩენილ 3 წუთში "ვაშინგტონმა" მასპინძლებს ვეღარაფერი მოუხერხა და 95:99 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაჩულიამ პირველ მატჩში 14 წუთი ითამაშა, ხოლო მეორეში - 17, ვერ ვიტყვით, რომ მას მწვრთნელი არასათანადოდ ენდობა. პირიქით, ლარი დრიუ ქართველ ცენტრს გადამწყვეტ ეპიზოდებში ყოველთვის თამამად ეყრდნობა. შესაბამისად, ფაჩულია გაცილებით თავისუფლად თამაშობს და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.

ფილადელფია-ატლანტა 101:104
ზაზა ფაჩულია: 14:14 წუთი, 7 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
II პერიოდი
10:20 ფოლი: 1
09:55 პასი: 1 (ტიგი 2ქ, 37:30)
09:36 ჩაჭრა: 1 (სპეითსს ჩაუჭრა)
08:15 ორქულიანი: 2ქ (43:33)
05:08 უილიამსმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
03:20 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:18 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
01:24 ორქულიანი: არაზუსტი
01:21 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
01:20 ორქულიანი: არაზუსტი
00:09 ორქულიანი: 4ქ (84:73)
00:00 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
IV პერიოდი
11:17 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
10:41 ორქულიანი: 6ქ (86:76)
10:46 საჯარიმო: 1/1 (7ქ, 87:76)
10:29 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
10:15 შეცდომა: 1
09:35 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
08:30 ფოლი: 2
08:28 მოხსნა: შეტ-2, დაც-5
07:58 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

ატლანტა-ვაშინგტონი 99:95
ზაზა ფაჩულია: 17:19 წუთი, 6 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 დაფარება, 4 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
03:55 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
02:59 ორქულიანი: არაზუსტი
00:26 შეცდომა: 1
II პერიოდი
11:45 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
11:04 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 22:27)
10:37 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
09:24 ფოლი: 1
09:02 დაფარება: (ჰინრიხს დაუფარა)
06:10 მოხსნა: შეტ-2, დაც-1
06:10 ორქულიანი: 4ქ (34:36)
05:10 ფოლი: 2
05:10 შეცდომა: 2
05:03 კოლინსმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
00:54 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
00:32 ფოლი: 3
00:03 ფოლი: 4
IV პერიოდი
08:33 მოხსნა: შეტ-3, დაც-1
08:33 საჯარიმოები: 2/2 (6ქ, 81:72)
07:12 ორქულიანი: არაზუსტი
07:10 მოხსნა: შეტ-4, დაც-1
06:28 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული