გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" "ეფესთან" სტამბოლში დამარცხდა

AutoSharing Option
ძალიან ახლოს იყო ევროლიგის ოთხთა ფინალთან გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი", მაგრამ სტამბოლში, ტრიბუნებისა და "ეფესის" კალათბურთელების უდიდესი ზეწოლის შედეგად პირეოსელებმა თითქმის მოგებული მატჩი დათმეს.

"ოლიმპიაკოსს", რომ გაემარჯვა მეოტხედფინალურ სერიას 3:1 მოიგებდა, თუმცა 73:74 წააგო და მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა.

მატჩის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე "ოლიმპიაკოსი" 70:62 იგებდა და შესაბამისად, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.

საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე კი პირეოსელები 73:66 იგებდნენ, მაგრამ სტამბოლელთა ამერიკელი გამთამაშებელი - ჯორდან ფარმარი წაგებას არ შეეპუა, ჯერ საჯარიმოები ჩააგდო, ხოლო დასრულებამდე 33 წამით ადრე 3-ქულიანიც მიითვალა.

71:73 ჩამორჩენილმა მასპინძლებმა "ოლიმპიაკოსს" შეტევა ჩაუჭრეს და ბურთი კვლავ ფარმარმა მოიხელთა, რომელზეს სტუმრები დაჯარიმდნენ.

საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე ჯორდანმა პირველი სროლა ჩააგდო, მეორე, მეორე კი ააცილა, თუმცა ბურთი სტამბოლელებმა მოხსნეს და შავკანიანმა ალფრედ ლუკასმა საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე, გამარჯვების ბურთი ურთულესი პოზიციიდან ჩააგდო - 74:73.

შერმადინმა მხოლოდ 7 წუთს ითამაშა და 2 ქულას, 2 მოხსნას და 1 დაფარებას დასჯერდა.

ორივე ქულა შერმადინმა საჯარიმოებით მოიპოვა, თამაშიდან კი სტამბოლელთა ფარისთვის არ შეუტევია.

პირეოსელთა შორის 15 ქულით საუკეთესო ალის ლოუ გახლდათ, ხოლო კოსტას პაპანიკოლაუმ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. გამარჯვებულებს 15 ქულით ჯორდან ფარმარმა ულიდერა.

სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას "ოლიმპიაკოსი" 23 აპრილს უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული