გიორგი ცინცაძემ "გოვერლას" 18 ქულა ჩაუგდო და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

კიეველებმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში - 101:97 მოუგეს "გოვერლას" და საერთო ანგარიშით - 3:1 გაიმარჯვეს.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო გიორგი ცინცაძემ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა.

ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 18 ქულა შეადგინა.

ამასთან ერთად ცინცაძემ 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. კიეველთა ბომბარდირი 31 ქულით მალკოლმ დილეინი გახდა.

ნახევარფინალში კიეველთა მეტოქე "გალიჩინა" იქნება, რომელმაც
მეოთხედფინალიდან "ხიმიკი" გააგდო. სერიის პირველი და მეორე შეხვედრა 26 და 28 აპრილს კიევში გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული