ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილს თანაგუნდელ ფადი ხატიბთან ერთად ლიბანის ჩემპიონატის ოლ სტარში უნდა ეთამაშა, მაგრამ "ჩემპვილის" ხელმძღვანელობამ ტრავმების საფრთხის გამო თავისი წევრები ყველა ვარსკვლავის მატჩში არ გაუშვა.

რაც შეეხება ლიბანის ჩემპიონატის მატჩს, "ამჩიტთან" ცქიტიშვილი მწვრთნელმა 40 წუთით დატვირთა და ქართველმა ფორვარდმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა.

ცქიტიშვილის ანგარიშზე 22 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დაგროვდა.ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. "ჩემპვილის" მეორე ლიდერმა ფადი ხატიბმა კი თავისიანებს 30 ქულა მიაშველა.

"ჩემპვილმა" "ამჩიტი" საბოლოოდ 86:70
დაამარცხა და კვლავ მე-4 ადგილზე დარჩა. მომდევნო შეხვედრაში ცქიტიშვილის გუნდი მეორეზე მყოფ "საგესთან", 26 აპრილს ჩაატარებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული