მიუხედავად იმისა, რომ შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ის პირეოსელთა შორის საუკეთესო იყო.
ქართველი ცენტრი მხოლოდ პირველ ტაიმში გამოჩნდა მოედანზე და 4-დან 4 ორქულიანი, ასევე 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაყოლა.
მისი მონაგარიც ეს იყო, რადგან მეორე ტაიმში მწვრთნელმა შერმადინი მოედანზე აღარ გაიყვანა.
ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18
"ოლიმპიაკოსმა" 23 მატჩში 22-ე გამარჯვება იზეიმა და ბერძნულ პირველობას დამაჯერებლად ლიდერობს.
მომდევნო შეხვედრას პირეოსელები ევროლიგაში, "ეფესის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, შემდეგ კი საბერძნეთის პირველობაზე "პანათინაიკოსთან" ჯახი ელით.
www.gbf.ge
ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" "ეფესთან" სტამბოლში დამარცხდა
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა