მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" ჩემპიონატში "ბანვითი" დაამარცხა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი კონკურენტი დაამარცხა. სტამბულელებმა, რომლებიც ეროვნულ პირველობას ლიდერობენ, მესამეზე მყოფ "ბანვითს" უმასპინძლეს და 8 ქულის სხვაობით - 83:75 დაამარცხეს.

ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და თავის გუნდს 5 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

მარკოიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. სტამბულელებს 18 ქულით პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ ულიდერა, ხოლო ერშინ დაგლიმ და ჯამონტ გორდონმა 14-14 ქულა მიითვალეს.

მარკოიშვილის გუნდი თურქეთის ჩემპიონატს 25 მოგებით და 3
მარცხით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტ "ფენერბაჰჩეს" 2 გამარჯვებით უსწრებს. "გალათასარაი" მომდევნო შეხვედრას 27 აპრილს სტუმრად "ჰაჩეთეფესთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული