ევროლიგის მეოთხედფინალის ბარიერი წარმატებით დაძლია "ოლიმპიაკოსმა", რომელშიც გიორგი შერმადინი თამაშობს. ბერძნებმა მეხუთე გადამწყვეტი მატჩი მოუგეს თურქულ "ეფესს" (82:72) და სერიაში 3:2 იმარჯვეს.
გიორგიმ 5 წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა. შერმადინისთვის ეს ევროლიგის მეორე ოთხთა ფინალი იქნება, პირველად 2009 წელს "პანათინაიკოსის" ფორმით ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"