მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის რეგულარული ჩემპიონატის მოგება გაინაღდა

AutoSharing Option
სტამბულის "გალათასარაის" წარმატებული სვლა თურქულ ლიგაში გრძელდება. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა მორიგი გამარჯვება სტუმრად, ანკარაში, "ჰაჩტეპესთან" მოიპოვა.

დედაქალაქელებმა მეტოქე 104:69 გაანადგურეს, ქართველი კალათბურთელი კი სტამბულელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ამ გამარჯვებით "გალათასარაიმ" რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება გაინაღდა.

მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, "გალათასარაის" მწვრთნელმა გუნდის წევრებზე სათამაშო დრო მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.

მარკოიშვილმა 23 წუთი ითამაშა და თანაგუნდელი კარლოს აროიოს მსგავსად, 15 ქულა მოაგროვა.

მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
15 ქულასთან ერთად, მარკოიშვილს 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა.

სტამბულელთა შორის 19-19 ქულით ჩენკ აკიოლი და ენდერ არსლანი გამოირჩნენ, ხოლო "ჰაჩტეპეში" 16 ქულით ბომბარდირი ოგიუნ ჯოი გახდა.

29 მატჩიდან 26 გამარჯვებით "გალათასარაი" პირველ ადგილზეა და ასეც დარჩება. რეგულარულის ბოლო ტურში "გალა" "ტურკ ტელეკომს" მასპინძლობს, მაგრამ ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით, "გალასთვის" მნიშვნელობა დაკარგული აქვს.

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:

მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" ჩემპიონატში "ბანვითი" დაამარცხა
მანუჩარ მარკოიშვილმა "გაზიანთეპს" 14 ქულა ჩაუგდო
მანუჩარ მარკოიშვილმა "ფენერბაჰჩეზე" შური იძია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული