"ბუდიველნიკმა" 1 მაისს ლვოვის "პოლიტექნიკა-გალიჩინა" მისსავე მოედანზე 80:65 დაამარცხა.
გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 31:16 მოიგეს.
"ბუდიველნიკის" ბომბარდირი 23 ქულით ამერიკელი მალკოლმ დილეინი გახდა, გიორგი ცინცაძემ კი 18 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ქართველმა უკანახაზელმა 1 ორქულიანი (2-დან) და 2 სამიანი (50-დან) გამოიყენა.
ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი ლვოვში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"