"ჩემპვილმა" ნიკა ცქიტიშვილის დუბლის წყალობით პლეი ოფის პირველი შეხვედრა მოიგო

AutoSharing Option
ჯერემი მესი არის ის კალათბურთელი, რომელიც ლიბანის "ჩემპვილმა" დაიმატა.

მესი ამერიკელია და მიმდინარე სეზონში გერმანული "ბამბერგის" შემადგენლობაში ევროლიგაში თამაშობდა, 2008-10 წლების სეზონებში კი მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა.

ამასობაში ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდმა ლიბანის ჩემპიონატის პლეი ოფში ასპარეზობა დაიწყო.

რეგულარულ ჩემპიონატში მე-4-ეზე გასული მარიშტერელები მეოთხედფინალში მეხუთეადგილოსან "ამჩიტს" ხვდებიან. სერიის პირველ მატჩს "ჩემპვილმა" უმასპინძლა და შეხვედრა 85:78 მოიგო.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ჩემპვილელთა ახალშენაძენ ჯერემი მესის. ნიკა ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3
ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

13 ქულას ცქიტიშვილმა 13 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. მარიშტერელთა ლიდერმა ფადი ხატიბმა 24 ქულა მიითვალა.

"ჩემპვილი" სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 მაისს გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული