მესი ამერიკელია და მიმდინარე სეზონში გერმანული "ბამბერგის" შემადგენლობაში ევროლიგაში თამაშობდა, 2008-10 წლების სეზონებში კი მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა.
ამასობაში ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდმა ლიბანის ჩემპიონატის პლეი ოფში ასპარეზობა დაიწყო.
რეგულარულ ჩემპიონატში მე-4-ეზე გასული მარიშტერელები მეოთხედფინალში მეხუთეადგილოსან "ამჩიტს" ხვდებიან. სერიის პირველ მატჩს "ჩემპვილმა" უმასპინძლა და შეხვედრა 85:78 მოიგო.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ჩემპვილელთა ახალშენაძენ ჯერემი მესის. ნიკა ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3
13 ქულას ცქიტიშვილმა 13 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. მარიშტერელთა ლიდერმა ფადი ხატიბმა 24 ქულა მიითვალა.
"ჩემპვილი" სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 მაისს გაიმართება.
gbf.ge