სერია ოთხ მოგებამდე იყო და კიეველებმა ლვოვის "პოლიტექნიკა" მშრალი ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს.
მეოთხე შეხვედრა ლვოვში გაიმართა და "ბუდიველნიკის" კარნახით წარიმართა. პირველი ტაიმი სტუმრებმა დამაჯერებლად ჩაატარეს, რაშიც დიდი წვლილი გამთამაშებელ ცინცაძეს მიუძღოდა, რომელმაც საწყის 20 წუთში 8 ქულა ჩააგდო, ხოლო კიევური გუნდი დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ფორით გავიდა.
მეორე ტაიმში, უმთავრესად დაცვაში მტკიცე თამაშით "ბუდიველნიკმა" მეტოქეს თუნდაც ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცა და საბოლოოდ 69:56 დაამარცხა.
გიორგი ცინცაძემ მოედანზე 28 წუთი გაატარა, 3
პლუს-მინუსების გრაფაში ქართველს ყველაზე მეტი, 17 ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ცინცაძე მოედანზე იყო, "ბუდიველნიკი" 17 ქულით წავიდა წინ. კიეველთა ბომბარდირი ამერიკელი მალკოლმ დილეინი გახდა, რომელსაც სნაიპერობისთვის 14 ქულაც ეყო.
მეორე ნახევარფინალურ წყვილს "ფერო" და "აზოვმაში" შეადგენენ. აზოვისპირელები სერიაში 3:0-ს იგებენ და დიდი ალბათობით სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ფინალში "ბუდიველნიკს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"