ნიკა ცქიტიშვილმა "ჩემპვილი" სერიაში დააწინაურა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ნიკოლოზ ცქიტიშვილის "ჩემპვილმა" პლეი ოფის 2 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ერთი მოიგო, ერთში კი დამარცხდა.

4 მაისს გამათულ შეხვედრაში, რომელიც მარეშტერელებმა "ამჩიტთან" 61:69 დათმეს, ქართველ ფოვარდს მონაწილეობა არ მიუღია.

ცქიტიშვილი განაცხადში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო ვერ მოხვდა. ლიბანის ჩემპიონატის მატჩში 2 ლეგიონერი თამაშობს, "ჩემპვილმა" კირამდენიმე დღის წინ ამერიკელი ჯერემი მესი შეიმატა, რომელმაც ხსენებული მატჩის განაცხადში ცქიტიშვილის ადგილი დაიკავა. მესის 13-მა ქულამ "ჩემპვილი" წაგებისგან ვერ იხსნა.

მომდევნო შეხვედრაში კი მწვრთნელმა ქართველ ფორვარდს უხმო და ცქიტიშვილი შეუცვლელად ათამაშა.

ნიკამ 40 წუთში
19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისმა გუნდმა კი მეტოქე 77:71 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

სერიის მომდევნო მატჩი 6 მაისს გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული