ნიკოლოზ ცქიტიშვილის "ჩემპვილი" ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილის "ჩემპვილი" ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალშია.

"ჩემპვილის" ტექნიკური გამარჯვება "ამჩიტთან" ოფიციალურად შევიდა ძალაში. არადა, მიზეზი ძალიან იშვიათი და ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია.

"ჩვენს მოედანზე გამართული
სერიის ორივე მატჩში სერიოზული ინციდენტები მოხდა. მატჩები ძალიან დაძაბული იყო და რამდენჯერმე ჩხუბიც კი ატყდა.

"ამჩიტის" კალათბურთელები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსაჯების მიმართ და მას შემდეგ, რაც სერიაში 1:2 ჩამორჩნენ, მომდევნო მატჩზე აღარ გამოცხადდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი "ამჩიტის" მოედანზე იყო დანიშნული, მასპინძლები დარბაზში დათქმულ დროს არ მოვიდნენ.

მატჩი ორჯერ გადაიდო, მაგრამ "ამჩიტის" მოთამაშეები მაინც არ გამოჩნ
დნენ. ამის შემდეგ ჩვენს გუნდს ტექნიკური გამარჯვება - 20:0 ჩაეწერა და ნახევარფინალში გავიდა" - გვითხრა "ჩემპვილის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

"ჩემპვილი" ნახევარფინალში, სავარაუდოდ, "ალ რიადს" შეხვდება, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0-ით ამარცხებს მერვეადგილოსან "ბეჯეჰს".

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული