ვიქტორ სანიკიძის სიენა "მილანთან" სერიაში 0:2 ჩამორჩა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძისა და მისი გუნდის საქმეები ვერ მიდის ისე, როგორც ქართველი ქომაგი ისურვებდა.

სიენელებმა იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც წააგეს, ხოლო ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 5 წუთით გამოჩნდა.

თუკი სერიის პირველ მატჩში სიენელები "ემპორიო არმანისთან" უშანსოდ დამარცხდნენ, სანიკიძის გუნდმა ამჯერად მილანში ბოლომდე იბრძოლა, მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და იქ დამარცხდა - 79:81.

სიენელთაგან სამმა კალათბურთელმა - კრისტიან კანგურმა, ბობი ბრაუნმა და დანიელ ჰაკეტმა - 18-18 ქულა მოაგროვა, ხოლო მილანელებს 18 ქულით ალესანდრო ჯენტილემ ულიდერა. სანიკიძე მოედანზე მხოლოდ 5 წუთით
გამოჩნდა და 2 მოხსნას დასჯერდა.

აეხლა სერია, რომელიც 4 მოგებამდე გრძელდება, სიენაში გადაინაცვლებს, სადაც მატჩები 14 და 16 მაისს გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული