ვიქტორ სანიკიძემ "მილანს" 16 წუთში 7 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
"მონტეპასკი"-"მილანის" მეოთხედფინალური სერია სიენაში დაბრუნდა და ადგილობრივმა გუნდმა სწორედ ისეთი თამაში უჩვენა, გრანდს რომ შეჰფერის - "მილანს" თავიდანვე გაასწრო და მატჩი ისე დასრულდა, თუნდაც ანგარიშის გათანაბრების უფლება არ მიუცია. საბოლოოდ 92:73 "მონტეპასკის" სასარგებლოდ.

წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბრაუნმა (20 ქულა), ჰაკეტმა (20) და მოსმა (26). მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ 16 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

მას ორქულიანი არ უსვრია, 4 საჯარიმო (4-დან) და 1 სამქულიანი (2-დან) გამოიყენა.

სერიას "მილანი" იგებს - 2:1. მესამე მატჩი
კვლავ სიენაში, 18 მაისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რა ვიკა შეუბერე და იფრინე შენებურად,ძალიან გგულშემატკივრობთ
tengo
12:42 15-05-2013
0

სიახლეები პოპულარული