ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლი და ბომბარდირობა "სიენას" გამარჯვებისთვის არ ეყო

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძე თავის გუნდში ბომბარდირი გახდა, თუმცა მისმა "სიენამ" იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩი მაინც წააგო.

ყველაფერი ისე მიდის, რომ მასპინძელისთვის გამარჯვების მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს.

"ემპორიო არმანიმ" "სიენას" მილანში იოლად - 82:67 მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა. სათქმელია, რომ აქამდელი ყველა მატჩი მასპინძელმა გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე მოიგო. თუკი ასე გაგრძელდა, მილანელები ნახევარფინალში გავლენ.

სანიკიძემ ქულათა უმეტესობა ბოლო მეოთხედში ჩააგდო, თუმცა თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხ
არი და იტალიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი სერიაში ჩამორჩა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 25 წუთში კი 12 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძის შემდეგ სიენელთაგან 10 ქულით დანიელ ჰაკეტი გამოირჩა, ხოლო ამერიკელმა ბობი ბრაუნმა მხოლოდ 8 ქულა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერიის მომდევნო, მე-6 მატჩი, 20 მაისს, სიენაში გაიმართება და საერთო ანგარიშის გათანაბრების შემთხვევაში, სერიის მე-7, გადამწყვეტ შეხვედრას 22 მაისს მილანი უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული