ბექა ბურჯანაძემ სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
სეზონი დაასრულა ახალგაზრდა ქართველმა ბექა ბურჯანაძემ, რომლის "კახასოლმა" ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერ გააღწია. სევილიელებმა 19 მაისს მადრიდის "ფუენლაბრადას" უმასპინძლეს და 68:76 დამარცხდნენ.

"კახასოლს" საბოლოოდ 12 მოგების წილ 22 წაგება მოუგროვდა და პირველობა მე-15 ადგილზე დაასრულა. ლიგიდან გავარდნენ მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე ადგილზე გასულები - "ლაგუნ არო" და "მანრესა".

"ფუენლაბრადასთან" მატჩში ბურჯანაძემ 3 წუთი ითამაშა, 2 ორქულიანი ისროლა, მაგრამ მიზანში ვერც ერთი მოარტყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული