მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის მეოთხედფინალური ეტაპი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატში მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" 18 მაისს "თოფაზთან" ითამაშა.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციების ძიებისას თვალში მომხვდა სათაური - "სენსაციებით აღსავსე მეოთხედფინალი".

"გალათასარაი" "თოფაზთან" ფავორიტი იყო... თუმცა, საბედნიეროდ, სენსაციები სხვა მატჩებში დაფიქსირდა, მარკოიშვილის თანაგუნდელებმა კი თოფაზელები, როგორც მოსალოდნელი იყო, მშვიდად დაამარცხეს - 92:64.

ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში "გალას" კონკურენტებმა "ფენერბაჰჩემ" და "ეფესმა" საშინაო შეხვედრები სენსაციურად დათმეს.

პირველმა - "კარშიაკასთან", მეორემ - "ტედ კოლეჯთან". მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ "ფენერმა" და "ეფესმა" ნახევარფინალში ვერ გააღწიონ, მაგრამ ყურადსაღებია, რომ სერია სულ ორ
მოგებამდეა...

რაც შეეხება "გალათასარაის", 21 მაისს "თოფაზთან" სტუმრად გასამართ მატჩში შეუძლია ნახევარფინალის საგზურის განაღდება.

არაფერი გვითქვამს მანუჩარ მარკოიშვილზე, რომელმაც 18 წუთში სწორედ იმდენი ქულა ჩააგდო, რა ნომერიც ზურგზე აწერია - 9.

მანუს ორქულიანი არ უსვრია, ორი სამქულიანი კი 100 პროცენტის სიზუსტით სტყორცნა, რასაც 4-დან 3 საჯარიმო მიამატა. 9 ქულის გარდა, მის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა იყო.

მატჩის ბომბარდირი "გალას" პუერტორიკოელი გამთამაშებელი კარლოს აროიო გახდა - 21 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული