მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატის 1/2-ფინალშია

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაი" ნახევარფინალში მშვიდად გავიდა - მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში "თოფაზი" მისსავე მოედანზე ანგარიშით 82:49 დაამარცხა.

პირველ პერიოდში სტამბულელებმა 20 ქულის სხვაობით იმარჯვეს - 26:6, რის შემდეგაც მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებიათ.

მარკოიშვილმა, ისევე, როგორც "თოფაზთან" პირველ მეოთხედფინალში, ამჯერადაც 9 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 24 წუთში 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოა, ასევე - თითო ჩაჭრა-პასი.

21 მაისს თურქეთის ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი (წინასწარი შეფასებით) "ფენერბაჰჩე" პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა - "პინარ კარშიაკასთან" მეორე მატჩშიც დამარცხდა (78:81).

"ფენერის" ძლევაში
7-ქულიანი (9 მოხსნა) წვლილი შეიტანა "არმიას" ყოფილმა ფორვარდმა უილიამ ტომასმა.

ნახევარფინალში მანუს "გალათასარაი" სწორედ "კარშიაკას" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული