პირველ პერიოდში სტამბულელებმა 20 ქულის სხვაობით იმარჯვეს - 26:6, რის შემდეგაც მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებიათ.
მარკოიშვილმა, ისევე, როგორც "თოფაზთან" პირველ მეოთხედფინალში, ამჯერადაც 9 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 24 წუთში 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოა, ასევე - თითო ჩაჭრა-პასი.
21 მაისს თურქეთის ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი (წინასწარი შეფასებით) "ფენერბაჰჩე" პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა - "პინარ კარშიაკასთან" მეორე მატჩშიც დამარცხდა (78:81).
"ფენერის" ძლევაში
ნახევარფინალში მანუს "გალათასარაი" სწორედ "კარშიაკას" დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"